2015-11-05

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე -Human and Environmental Resources in Multiethnic Countries/ Multicultural Societies

5 ნოემბერს, 15:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   თსუ-სა და გისენის იუსტუს ლიბიგის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და DAAD-ს ხელშეწყობით გაიმართება  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: Human and Environmental Resources in Multiethnic Countries/ Multicultural Societies.

აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება თსუ-სა და გისენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს.  
გისენის დელეგაციას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ჯობრატო მუქერჯი. თსუ-ს და გისენის უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გისენის უნივერსიტეტის შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტების ოცდაათამდე წარმომადგენელი, კერძოდ:

1.    ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
2.    ლასის უნივერსიტეტი (რუმინეთი);
3.    ბილა ცერკვას უნივერსიტეტი (უკრაინა);
4.    კაზანის უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია)

5 ნოემბერს დაგეგმილია ზემოაღნიშნული კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელშიც თსუ-სა და გისენის უნივერსიტეტის რექტორებთან და ლოძის უნივერსიტეტის პრორექტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლების სამინისტროს და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის წარმომადგენლები, ისევე როგორც თსუ-ს, გისენისა და ზემოთ ჩამოთვლილი ევროპული უნივერსიტეტების მხრიდან კონფერენციაში ჩართული აკადემიური პერსონალი.

გახსნითი ცერემონიის ფარგლებში  აგრეთვე დაგეგმილია გისენის უნივერსიტეტის რექტორისათვის ჯავახიშვილის მედლის გადაცემისა და პროფესორ ანეტე ოტესათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების  ცერემონიის ჩატარება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი , სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი