2011-06-16

„საჭესთან ფხიზლად!“

16 ივნისი, 2011 წელი

2011 წლის 16 ივნისს 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუმინეთის აუდიტორია ში სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ სტუდენტებთან პრეზენტაცია გაიმართება.

კამპანია, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში, პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: კომპანია „ნატახტარი“, სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და აშშ-ს საელჩო საქართველოში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ახალგაზრდებში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა, ამ ახალი სოციალური კამპანიის სტუდენტებისათვის უფრო დეტალურად გაცნობა ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ორგანიზატორებთან და დონორ კომპანიებთან ერთად დაესწრებიან უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხოლო საპატიო სტუმრებად მოწვეულნი არიან კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები - ახალგაზრდა ,,ბორჯღალოსნები’’ (20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, რუმინეთის აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი