2013-12-27

საახალწლო ზეიმი თსუ-ში

27 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (სომხურ და აზერბაიჯანულენოვანთათვის) სტუდენტთა საახალწლო ზეიმი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია არაქართულენოვანი სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციია, ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციები, კულტურის გაცნობა და ურთიერთდაახლოება, საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი ინტეგრაცია.

საახალწლო ზეიმს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მისამართი: ქეთევან  წამებულის ქ. N 55, თსუ  ავლაბრის კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი