2014-11-06

საჯარო ლექცია “ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები: ალბანეთის გამოცდილება”

6 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია “ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები: ალბანეთის გამოცდილება”.

ლექციას წაიკითხავს არბენ მალაი -  “საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინსტიტუტის” (IPPM) ხელმძღვანელი და ალბანეთის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (1997-2005 წწ), რომლის დროსაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა.

ლექცია დაეთმობა ალბანეთის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ტრანსფორმაციის მიმოხილვას და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების გაცნობას. ლექცია წარიმართება დისკუსიის ფორმატში.

ღონისძიება ჩატარდება პროექტ - “ალბანეთისთვის ვიშეგრადის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG”-ის მიერ ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით და “საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინსტიტუტთან” (IPPM, ალბანეთი), თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ალბანეთის მთავრობის რეფორმების განხორციელებას და ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს და ვიშგრადის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის  №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 107

« იხ. ყველა ანონსი