2011-05-06
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ და გამომცემლობებს შორის
6 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს (“გამომცემლობა ინტელექტი”, “გამომცემლობა არტანუჯი”, “გამომცემლობა პალიტრა L”, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, “გამომცემლობა პეგასი”) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრებაა. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი. მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.
მემორანდუმს ხელს თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და გამომცემლობის ხელმძღვანელი პირები მოაწერენ.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, I სართული, ბრიტანული ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი
მემორანდუმს ხელს თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და გამომცემლობის ხელმძღვანელი პირები მოაწერენ.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, I სართული, ბრიტანული ბიბლიოთეკა