2014-02-27

მემორანდუმი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან

27 თებერვალს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის სასწავლო კლინიკის შექმნის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები სწავლების პრაქტიკულ კურსს გაივლიან საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 3, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია №135)

« იხ. ყველა ანონსი