2015-07-10

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან

10 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან. ფაკულტეტის წარმომადგენლები,სასტუმრო „აისბერგში“ მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს წინასწარ შეთანხმებულ, მათთვის საჭირო ნივთებს გადასცემენ.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, სტიქიის პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული სტიქიით დაზარალებულთა ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში. ფაკულტეტის წარმომადგენლები 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და მოზრდილებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
« იხ. ყველა ანონსი