2018-03-30

სემინარი "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში"

30 მარტს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი უმასპინძლებს პროფესორთა და სტუდენტთა დელეგაციას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით იმყოფება. ღონისძიებაზე გაიმართება სემინარი და დისკუსია "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში".

სემინარზე მოხსენებას წაიკითხავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში გრაჟვიდას იასუტისი თემაზე - კონფლიქტების მენეჯმენტი თანამედროვე საქართველოში; თსუ-ს პროფესორი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ცირა ბარამიძე თემაზე - ნდობა მშვიდობის აღდგენისთვის სამხრეთ კავკასიაში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი