2011-10-28

საერთაშორისო სემინარი: „ქირურგიული მართვა და ტექნიკა“

28 ოქტომბერს, 10:30 საათზე ღუდუშაურის ნაციონალურ სამედიცინო ცენტრში საერთაშორისო სემინარი: „ქირურგიული მართვა და ტექნიკა“ გაიხსნება. სემინარზე საერთაშორისო გამოცდილების და უახლესი მიღწევების განხილვა მოხდება. სამედიცინო სფეროსა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრებენ. 

სემინარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ღუდუშაურის ნაციონალური სამედიცინო ცენტრის, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქირურგების ეროვნული კოლეჯის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

იხილეთ პროგრამა 
« იხ. ყველა ანონსი