2011-06-04

სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა V სამეცნიერო სიმპოზიუმი; “გუშინ, დღეს, ხვალ”

4 და 5 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ბიოლოგიის და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა V სამეცნიერო სიმპოზიუმი; “გუშინ, დღეს, ხვალ” გაიმართება.
სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი დიანა ძიძიგური
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (ხაშურის, საგარეჯოს, რუსთავის და სხვა.) საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სიმპოზიუმი ჩატარდება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის XI კორპუსში, ოთახი 421.
დასაწყისი: 11:00 საათზე

« იხ. ყველა ანონსი