2019-10-23
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
23ოქტომბერს, 12:00
საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი, სტრატეგიისა და რეგულაციების მიმართულებით (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო) გეორგ ლაზლო ეწვევა.
გეორგ ლაზლო თსუ რექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილს შეხვდება. შეხვედრაზე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოების საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობებისა და მომავალი თანამშრომლობის გეგმების განხილვა.
გეორგ ლაზლო საქართველოში „ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება.
მისამართი : ი.ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.