2012-06-21

„ტურიზმის სამართალი და მისი განვითარების პერსპექტივები“

21 ივნისს, 10:30 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ტურიზმის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლორან ჟეგუზო ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე  „ტურიზმის სამართალი და მისი განვითარების პერსპექტივები.“
საჯარო ლექცია ჩატარდება ფრანგულ ენაზე, სინქრონული ქართული თარგმნით. დასწრება შესაძლებელია ყველა მსურველისათვის. ლექციის ბოლოს  ლორან ჟეგუზო გასცემს პასუხს აუდიტორიისათვის საინტერესო კითხვებზე და გაიმართება დისკუსია.
მისამართი: თსუ II კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია # 135)
« იხ. ყველა ანონსი