2011-10-05

საერთაშორისო კონფერენცია: ბერძნული ცივილიზაცია და კულტურათა დიალოგი

თბილისი, 2011 წლის 5, 6 ოქტომბერი

თრაკიის დემოკრიტეს უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი 2011 წლის 5, 6 ოქტომბერს ატარებენ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ბერძნული ცივილიზაცია და კულტურათა დიალოგი.

    კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს ბერძნული ცივილიზაციის როლი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და კულტურებს შორის ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონტაქტების პროცესში, ბერძნული ცივილიზაციის მნიშვნელობა კულტურათა დიალოგისათვის ანტიკურ, ბიზანტიურ და თანამედროვე ეპოქებში. განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული მხატვრული კულტურისა და ისტორიულ-არქეოლოგიურ-ეთნოლოგიურ მონაცემებზე, საბერძნეთსა და კავკასიას შორის მრავალი ათასწლეულის განმავლობაში არსებულ ურთიერთობებზე, საბერძნეთის ადგილზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ ოპოზიციაში ევროპა/აზია, დასავლეთი/აღმოსავლეთი.
    


მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. № 13 თბილისი
თსუ VIII კორპუსი

იხილეთ პროგრამა
« იხ. ყველა ანონსი