2017-04-11

კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია

11 აპრილს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.

კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს შეეხება. პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნების, 1919 და 1920 წლის  დამატებითი არჩევნების შესახებ. ალბომში წარმოდგენილია მასალები დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ დოკუმენტები და ცნობები, უშუალოდ საარჩვნო კამპანიის მასალები და არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ.  ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი