2015-12-22

პროფესორ ლელი ბარამიძის ხსოვნის საღამო

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს პროფესორ ლელი ბარამიძის ხსოვნის საღამოს. ღონისძიებას გახსნის  თსუ რექტორის მოადგილე პროფესორი დარეჯან თვალთვაძე. პროფესორ ლელი ბარამიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ეტაპებზე ისაუბრებს პროფესორი ლელა ციხელაშვილი. ემერიტუსი პროფესორი დამანა მელიქიშვილი ლელი ბარამიძის წიგნადი ფონდის პრეზენტაციას ჩაატარებს.

მისამართი: თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი