2015-12-01

შეხვედრა რეჟისორ და სცენარისტ ნანა ექვთიმიშვილთან

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ავტორ, რეჟისორ და სცენარისტ ნანა ექვთიმიშვილთან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანი „მსხლების მინდორი“, შეხვედრის შემდგომ კი მოეწყობა აღნიშნული წიგნის გაყიდვა.

შეგახსენებთ რომ, 2013 წელს შედგა ნანა ექვთიმიშვილის ფილმის პრემიერა - „გრძელი ნათელი დღეები“. ფილმი მრავალი ქვეყნის კონოეკრანებზე გამოვიდა და 30-ზე მეტი ჯილდოც აქვს მოპოვებული.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი