2011-01-10

ივანე ბერიტაშვილის 126 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

10 იანვარს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 126 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  ღონისძიების დაწყებამდე, 13:30 საათზე უნივერსიტეტის წარმომადგენლები პირველი კორპუსის ეზოში აკადემიკოსის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი