2012-04-03

სტუდენტური კონკურსი - მისია 2012

3 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2012“ პრეზენტაცია გაიმართება. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2012 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „გეოპლანტი“ - ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ იქნება.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „გეოპლანტის“ დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაესწრებიან.   
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი