2017-11-16

მემორანდუმი თსუ-სა და ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის

16 ნოემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე მოაწერენ.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას. მათ შორის, გერმანელი სოციალ-დემოკრატის კარლ კაუცკის წიგნის „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“ ქართულ ენაზე თარგმნას და სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ) გამოცემას. მემორანდუმის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სტუდენტებში წაახალისებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ევროპული სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელის შესწავლას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი