2010-08-16

თსუ-ს ანსამბლი ესპანეთში მორიგი გამარჯვებისთვის მიემგზავრება

16 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ ესპანეთში საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე მიემგზავრება. ანსამბლი დავით კიკვაძის ხელმძღვანელობით ქალაქ ვალენსიასა და რონდაში სამ კვირას დაყოფს. ანსამბლის წევრები გასული ორი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების განმეორებას შეეცდებიან. 2009 წლის ზაფხულში იტალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე  ანსამბლმა 4 გრან–პრი მოიპოვა, ხოლო 2008 წელს თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი ესპანეთის ტურნეში იმყოფებოდა, სადაც ასევე გრან–პრის დაეუფლა.
« იხ. ყველა ანონსი