2015-01-08

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატეკის ზამთრის სკოლა „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“

8-14 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. ზამთრის სკოლა 8 იანვარს, 12:00 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება.

ზამთრის სკოლაში  მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთაგანაც შედგება 4 ასაკობრივი ჯგუფი. ღონისძიება მოიცავს როგორც ცოდნის მიღებასა და გაზიარებას, ასევე ექსკურსიებს თბილისში და ქალაქგარეთ, კონცერტებს კლასიკურ, ხალხურ და ჯაზურ მუსიკაში, კახიდან (აზერბაიჯანის რესპ.) და სადახლოდან მოსწავლეთა მიღება-მასპინძლობას თბილისში წინასწარ დასახელებულ ოჯახებში.

ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია  საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე, გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა, რომლისთვისაც (2015 წ. მარტი – მაისი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკური მეცნიერებების სწავლებას და ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრას.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი