2014-10-01
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრს“ შორის
1 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და „სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს განვითრების ცენტრთან შეთანხმებული პროექტების განხორციელებას და უზრუნველყოფს საინფორმაციო მხარდაჭერას სტუდენტებს შორის. თავის მხრივ, „სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრი“ ვებგვერდზე განათავსებს იმ აქტივობის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც განახორცილებს უნივერსიტეტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი