2017-05-19

ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება

19 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება.

გამოცემაზე ისაუბრებენ რეცენზენტები–თამარ შარაბიძე (ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი), ნინო პოპიაშვილი (ფილოლოგიის დოქტორი), ნაირა ბეპიევი (ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი).

კრებული ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების პირველ პუბლიკაციებსა და რეპუბლიკაციებს წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების პრესამ და ვახტანგ კოტეტიშვილის პირადმა არქივმა შემოგვინახა. წერილები როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე იმ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის უტყუარი სურათია.

კრებული შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნონა კუპრეიშვილმა.

რედაქტორები: ამირან არაბული, ნანა კოტეტიშვილი, თამარ ლონდარიძე.

წიგნი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი