2010-03-30

ლიტერატურული კონკურსი “მცირე პროზა”

ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

აცხადებს

ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის

“მცირე  პროზა”

კონკურსის პირობები:

2 წლის განმავლობაში შექმნილი პროზაული ნაწარმოები ( მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი)  ან შემოთავაზებული თემა “ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა…...”… (2010 წელი გაეროს მიერ გამოცხადდა ბიოგანვითარების  საერთაშორისო წლად).

არჩეული თემა შედეგებზე არ იმოქმედებს.

3_დან 5 ნაწარმოები თაბახის ფორმატით, ნაბეჭდი 3-დან 7 გვ-მდე 2 ეგზემპლარად, შეძლებისდაგვარად ელექტრონული ვერსია.

ჩატარების თარიღი _ 2010 წლის 30 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 7 მაისი; 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით (500 ლარი, 300 ლარი, 200 ლარი), სხვადასხვა ნომინაციებით, ასევე სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრით.

გამარჯვებული ნაწარმოები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში: “ლიტერატურული პალიტრა და “გრაალი.”

საკონკურსო პროზაული ნაწარმოები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com, ან  nana_elizi@yahoo.com

ან მიტანილ იქნას ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2010 წლის 7 მაისამდე.  მის: ჩახრუხაძის  ქ.№17. ტელ:.99.06.99,  893148125
« იხ. ყველა ანონსი