2013-06-04

„ქართული პროზის რაინდი“

4 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს,  ტელეკომპანია „იმედისა“ და გადაცემა „იმედის გმირების“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება გამოფენა „ქართული პროზის რაინდი“. გამოფენა ნიკო ლორთქიფანიძის ხსოვნას ეძღვნება.
თსუ საგამოფენო დარბაზში ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიურ სოფელ ჩუნეშიდან სპეციალურად ჩამოტანილი ქართველი მწერლისა და ნოველისტის ჩანაწერები, ფოტოები, პირადი ნივთები და სხვა ექსპონატები,  თბილისში არსებული კერძო კოლექციიდან მწერლის ნივთები გამოიფინება.
    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი