2016-04-20
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები
20 აპრილს, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართება.
თსუ საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა:
ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი),
ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი),
დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და
გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კენჭისყრის პროცედურა თსუ პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება და მას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი