2017-05-23
გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“
23 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშრებით გამოფენას ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გამართავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინება ჩანახატების ფოტო ასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ფოიე
« იხ. ყველა ანონსი