2011-10-13

კიოლნის სამაგისტრო პროგრამის „LL.M zu Köln“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიოლნის სამაგისტრო პროგრამის „LL.M zu Köln“ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. ცერემონიის პარალელურად სამაგისტრო პროგრამის მეოთხე ნაკადი, 2011/2012 სასწავლო წელი გაიხსნება.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, პროგრამის გერმანელი ხელმძღვანელი პროფესორი კარმენ შმიდტი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და DAAD-ის (გერმანული აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახური) ხელმძღვანელი დაესწრებიან.
კიოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამაგისტრო პროგრამა „LL.M zu Köln“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ხორციელდება. პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც გააჩნიათ სამართლის ბაკალავრის ხარისხი და ფლობენ გერმანულ ენას. სტუდენტებისათვის ლექციებს კიოლნის უნივერსიტეტის ლექტორები კითხულობენ. პროგრამის ამოქმედების შემდეგ კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი „LL.M zu Köln“ უკვე მიღებული აქვს 21 სტუდენტს.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი