2016-10-28

ცისანა ჯანაშვილის ნამუშევრების გამოფენა

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამოიფინება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ებრაელი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის ნამუშევრები, რომელთა ნაწილი ქართული ემიგრაციის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცისანა ჯანაშვილის  ახალი ნამუშევარი,  ცნობილი ქართველი ემიგრანტი პოლიტიკური მოღვაწისა და მეცნიერის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის რევაზ გაბაშვილის  თემატური ტილო.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის  #13, თსუ მერვე კორპუსი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი