2016-01-28

III ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში

28 იანვარს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება III ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში. კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საკონსტიტუციო სამართლის პროფესორები, მკვლევარები და ექსპერტები.

III ეროვნული კონფერენცია გაიმართება ორ პანელად. პირველი მათგანი ეძღვნება მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის 800, ხოლო მეორე - საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილეს.

ღონისძიებას დაესწრება უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. თითოეული მოხსენების შემდეგ დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლება.
 
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობი) აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი