2012-03-22

თსუ-ში სპექტაკლის „განკითხვის დღე“ პრემიერა გაიმართება

22-23 მარტს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. თსუ-ის თეატრი “სხვენი“ გიორგი კაჭარავას რომანის მიხედვით დადგმულ “განკითხვის დღეს“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი გომურაშვილი.  თეატრი “სხვენი“ თსუ-ში უკვე 11 წელია არსებობს. დასი უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.   მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი. « იხ. ყველა ანონსი