2017-06-02

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შსს აკადემიას შორის

2 ივნისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შსს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს,  მოაწყობენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს;  ხელს შეუწყობენ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ინსტრუქტორების, ტრენერებისა და ინსტრუქტორების ჩართვას, მხარეთა შორის თანამშრომლობას პრაქტიკული სასწავლო პროგრამის (კლინიკის) ფარგლებში

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი