2013-03-12

საჯარო განხილვა - „1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები“

12 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თსუ პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების სტუდენტები  საჯარო განხილვას გამართავენ. საჯარო განხილვაზე 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაციების პროგრამული დებულებები იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ღონისძიება  1919 წლის 12 მარტის მოვლენებს ეძღვნება. ეს თარიღი საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების დასაწყისად მიიჩნევა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი