2014-08-25

ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თსუ-ში

25 აგვისტოს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  "ENPI beyond 2013 in South Caucasus region: challenges in good governance".

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტის (ესტონეთი), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (საქართველო) თანაორგანიზებით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

საზაფხულო სკოლის გახსნას დაესწრებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მიხელიძე,  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლომიძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი სოფო  ბერიშვილი,  მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფროსი ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გაბრიელ წულაია,  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტის კოორდინატორი  ერეკლე ურუშაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი  ნინო ევგენიძე და სხვები.

საზაფხულო სკოლის მუშაობაში დაგეგმილია ქართველი და უცხოელი პროფესორების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის წარმომადგენლობის აქტიური ჩართვა.

პროექტში 40 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. საზაფხულო სკოლის კურსს მოისმენენ როგორც  ადგილობრივი (მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები), ასევე უცხოელი სტუდენტები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი