2012-11-06

საერთაშორისო კონფერენცია „მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები“

6 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები“. ღონისძიებას თსუ, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) და მისი პროგრამის  ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივ სა და მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ატარებს.
კონფერენციაზე მოხსენებას წარმოადგენენ მედიაციის სფეროში აღიარებული პროფესორები და პრაქტიკოსები: ტოდ ნიკოლი (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ალეს ზალარი (დავის გადაწყვეტის ევროპული ცენტრი, სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, სლოვენია), სტეფანი ბელი (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), კრისტოფ ბერლინი (ოქსპორდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, გერმანია), ჰარტმუტ კანვიშერი (კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი, გერმანია), მიქაელ ცური (მედიაციისა და დავის გადაწყვეტის იერუსალიმის ცენტრი, ჰებრეუს უნივერსიტეტი, ისრაელი), კიმბერლი კოვაკი (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, ფრანკ ევანსის დავების გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ელიზაბეტ დენისი (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, აშშ).
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერას ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
კონფერენცია 8 ნოემბრამდე გასტანს. სამუშაო ენაა ინგლისური.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 06

« იხ. ყველა ანონსი