2013-09-02

კავკასიის მე–3 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

2 სექტემბერს, 09.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კავკასიის მე–3 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში. 

ღონისძიებაში 9 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სიმპოზიუმის მიზანია დაეხმაროს პოლიმერების და მოწინავე ქიმიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, რომლებიც ზემოხსენებულ სფეროებში არსებულ პრობლემებს და აღმოჩენებს ეძღვნება. 

სიმპოზიუმი ასევე შეუწყობს ხელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართული და კავკასიური სამეცნიერო ჯგუფების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების წარმატებით გაცნობას. შედეგად, ამას მოყვება პოლიმერული მეცნიერების განვითარება და იმ პრობლემების მოგვარებას დაეხმარება, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კავშირებს და ერთობლივ კვლევებს. 
სიმპოზიუმი 4 სექტემბრამდე გასტანს.
 
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: /icsp3/


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია) 

« იხ. ყველა ანონსი