2010-11-08

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თსუ-ში

8 ნოემბერს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ეწვევა. პაპუაშვილი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება და საქართველოს სამართლებრივ სისტემაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებსა და შემადგენლობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მათ მნიშვნელობაზე ესაუბრება. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია, გიორგი პაპუაშვილი უპასუხებს სტუდენტთა შეკითხვებს.
შეხვედრა გაიმართება პროექტის _ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობის" ფარგლებში. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრებს ისახავს მიზნად.



მის.: ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ-ის მეორე კორპ, 1-ლი სართ., იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი