2015-12-07

სტუდენტური თეატრების ფესტივალი

7 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი "სხვენი" წარმოადგენს სპექტაკლს, ვ. კრასნოგოროვის პიესის მიხედვით - "მოდით, დავკავდეთ..." რეჟისორი - გიორგი გომურაშვილი.

თსუ-ს სტუდენტური თეატრი "სხვენი" უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს სტუდენტური თეატრების ფესტივალში "ნიღაბი", რომელიც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორია მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია.

მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ.33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი