2013-10-29

ლექცია-სემინარი თემაზე „დროის მართვა“

29 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ ლექცია-სემინარს გამართავს.

ცენტრის დირექტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფალკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მცხეთის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში წაიკითხავს ლექცია-სემინარს თემაზე „დროის მართვა“.

დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები, ცენტრის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას.
საკონტაქტო პირი: გიორგი შიხაშვილი /577 97 02 77/

« იხ. ყველა ანონსი