2011-06-20

წიგნების პრეზენტაცია თსუ–ში

20 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ჯუღელის წიგნი – „კაპიტალის დაცვა სააქციო საზოგადოებაში“, ასევე ჰაინრიჰ ნეკრესის და როინ მიგრიაულის ერთობლივი ნაშრომი – „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი – დახასიათება და შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“. პრეზენტაციაზე სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის პრეზენტაციაც შედგება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი