2009-11-30

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა პოლონეთის ელჩი

1 დეკემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა პოლონეთის ელჩი ქალბატონი ურშულა დოროშევსკა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა და ქართულ – პოლონური დოკუმენტური ფილმის “სამხედრო ქუდსა და ვეფხვის ტყავში” ჩვენება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორფუსი, გაეროს აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი