2014-06-03

ნაზიმ ჰიქმეთის გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებული შემოქმედებითი საღამო

3 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქული ლიტერატურის, ხელოვნებისა და საზოგადო მოღვაწის, პოეტის ნაზიმ ჰიქმეთის გარდაცვალებიდან  50 წლისთავთან დაკავშირებით შემოქმედებითი საღამო-სემინარი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქი მწერალი ჰაიდარ ერგულენი, პროფესორი ელენე ჯაველიძე, იუნუს ემრეს ცენტრის და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები.

ღონისძიების ორგანიზატორია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს 28 ქვეყნის 35 კულტურულ ცენტრში აწარმოებს, როგორც სასწავლო-საგნმანათლებლო, ისე კულტურულ საქმიანობას, ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 307-ე აუდიტორია







« იხ. ყველა ანონსი