2015-02-14

“ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის“ პრეზენტაცია

14 თებერვალს, 14.00  საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კვლევის შედეგად მომზადებული კრებულის  - “ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.

ქრესტომათია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა ირაკლი ირემაძემ, სოფო შუბითიძემ, ხვიჩა ყაზაიშვილმა და ლევან ლორთქიფანიძემ მოამზადეს.

წიგნში გაერთიანებულია გასულ საუკუნეებში ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ანარქისტების, ფემინისტებისა და რადიკალი მარქსისტების პუბლიცისტური წერილები. ამავე გამოცემაში იბეჭდება 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები. კრებულში ასევე ქვეყნდება მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენელთა ანალიტიკური სტატიები ეროვნული საკითხის შესახებ.

წიგნის გამოცემა მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციის, „შენ დემოკრატიისთვის“, მონაწილეობით და The National Endowment for Democracy-ის მატერიალური მხარდაჭერით.

წიგნის ტირაჟის ნაწილი გავრცელდება ღონისძიების მონაწილეთა შორის. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №115


« იხ. ყველა ანონსი