2013-05-02
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს შორის
2 მაისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანხმად, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას და სტაჟირების კურსს „რუსთავი 2“-ის როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა განყოფილებებში გაივლიან. სტაჟირების კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ ტელეკომპანია სტუდენტებს პირად დახასიათებებს გადასცემს, ხოლო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, იმსჯელებს სასწავლო კრედიტის მინიჭების თაობაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი