2017-04-23

განათლების საერთაშორისო გამოფენა

23 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართება საერთაშორისო განათლების გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები.

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მაშავის ცენტრიც, რომელიც უამრავ საინტერესო პროგრამას და სტიპენდიას გაგაცნობთ.

დასწრება თავისუფალია!
« იხ. ყველა ანონსი