2017-10-03

პოპულარული ლექციები მათემატიკაში

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი გამართავს პოპულარულ ლექციებს - მათემატიკა ყველგან: ნიუტონის ქრონოლოგია - როდის შედგა არგონავტების მოგზაურობა; რომელი კალენდარია ”უფრო სწორი”, იულიუსის თუ გრეგორის? უცნაური პერიოდულობები ისტორიაში; მარტივი წინადადების ტოპოლოგია; მოსახლეობის ზრდის ექსპონენციალური და ჰიპერბოლური მოდელები - ემუქრება თუ არა დედამიწას დემოგრაფიული კატასტროფა.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი