2012-03-22

„პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი“

22 მარტს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია_ „პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი.“ კონფერენციის მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა და თსუ რექტორის მოადგილე ავთანდილ  ჩუთლაშვილი.
კონფერენციის ორგანიზატორია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრი.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სხდომათა დარბაზი #6

« იხ. ყველა ანონსი