2015-04-25

ჩერქეზული დროშის დღე

25 აპრილს, 15:00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩერქეზული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. გამოიფინება ჩერქეზი მხატვრების ნამუშევრები და ქართული და ჩერქეზული ეროვნული დროშები; გაიმართება ჩერქეზი ავტორის თამარ პოლოვინკინას წიგნის „ჩერქეზეთი − ჩემი ტკივილი და სასოება“ წარდგენა.

ღონისძიებას ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი მერაბ ჩუხუა და თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ცირა ბარამიძე გახსნიან .

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, III სართული, ფოიე


 

« იხ. ყველა ანონსი