2011-12-20

წიგნის პრეზენტაცია: სტრესი და იძულებითი გადაადგილება: ფსიქოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 20 დეკემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში, ოთახი №336,  შედგება წიგნის პრეზენტაცია:

სტრესი და იძულებითი გადაადგილება:
ფსიქოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები


პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ქართული.

წიგნის ავტორები არიან:

  • მარინა კვიცარიძე, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განათლების პროგრამის კორდინატორი;
  • მერაბ მაღრაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცორებული პროფესორი
  • იაგორ ბალანჩივაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული სპეციალისტი;
  • ნინო ბასილაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
  • ია ჩაქიაშვილი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ქეთევან ლომსაძე, გორის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • რუსუდან კეჭაყმაძე, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ქეთევან ბერიძე, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული სპეციალისტი;
  • მარინა ბალიაშვილი, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  სრული პროფესორი;
  • რამაზ საყვარელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • თინათინ ნორაკიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის პროგრამის დოქტორანტი.

წიგნი წარმოადგენს სალექციო კურსს მომავალი ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სოციალური მუშაკებისათვის. სახელმძღვანელო მომზადდა და გამოიცა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განათლების პროგრამის ფარგლებში (მენეჯერი - ეკა ჟვანია) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის კოორდინატორი – მარინა კვიცარიძე

GEO , ENG 
« იხ. ყველა ანონსი