2015-03-06

თსუ რექტორის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

6 მარტს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეკონომიკა: გუშინ, დღეს, ხვალ“.

თსუ-სა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

« იხ. ყველა ანონსი